ჩვენი პროექტები

ქვემოთ ჩამოთვლილია ჩვენი რამდენიმე პროექტი
შესაძლოა, ამ სიაში იხილოთ ის, რაც თქვენთვის შესაფერისია!
ამოცანა: კოვორკინგის ქსელის პროექტირება თბილისში

ამოცანა: კოვორკინგის კლიენტები არ უნდა ხედავდნენ ერთმანეთს ქსელში, მაგრამ მათ შეუძლიათ გამოიყენონ საერთო პრინტერი და სკანერი. ტრაფიკის ინსპექციის სისტემა უნდა იცავდეს ქსელს და არ აძლევდეს კოვორკინგის კლიენტებს აკრძალულ საიტებზე შესვლის საშუალებას. იმ შემთხვევაში, თუ შენობაში გაითიშა ელექტროენერგია, არჭურვილობა უნდა აგრძელებდეს მუშაობას ერთი საათის განმავლობაში, რათა კლიენტმა შეძლოს დაასრულოს თავისი სამუშაო და არ შეწყვიტოს ის შუა პროცესში.

მომხმარებლების რაოდენობა: 30 ადამიანი

შესრულების ვადა: 15 დღე



შედეგი: სისტემა ფუნქციონირებს 2 წლის განმავლობაში შეფერხებების გარეშე.
კლიენტი: კომერციული კომპანია.


ამოცანა: კომპანიას აქვს ოფისები სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებში. კომპანიის პოლიტიკა - სერვერების განთავსებისათვის არ ისარგებლოს საჯარო ღრუბლოვანი პროვაიდერებით და დატა ცენტრებით. თანამშრომლები იყენებენ კომპანიის სერვერებს 14-16 საათი დღეში. საჭირო იყო სერვერების აწყობა ისე, რომ მათი წყობილობიდან გამოსვლის შემთხვევაშიც კი, სამუშაო არ გაჩერებულიყო.




მომხმარებლების რაოდენობა: 250 ადამიანი

შესრულების ვადა: 30 დღე, აღჭურვილობის მიწოდების ვადების გარდა

შედეგი: კლიენტის სასერვერე სივრცეში იყო აშენებული მინი დატა-ცენტრი მნიშვნელოვანი აღჭურვილობის დუბლირებით. შესაბამისად, სერვერები და კომპანიის სერვისები დროის 99,9% ხელმისაწვდომია.
კლიენტი დათანხმდა მხარდაჭერის ხელშეკრულების გაფორმებაზე.

კლიენტი: კომერციული კომპანია


ამოცანა: კომპანიის ძირითადი ოფისის 7 სხვადასხვა ქალაქში არსებულ ფილიალთან გაერთიანება ერთ ქსელში












მომხმარებლების რაოდენობა: 250 ადამიანი

შესრულების ვადა: 20 დღე



შედეგი: სწორი დაგეგმარებისა და დოკუმენტაციის შედგენის წყალობით, დავალება შესრულდა თანამშრომლების მივლინებებში გაგზავნის გარეშე. აღჭურვილობა იყო აწყობილი სათავო ოფისში და გაიგზავნა ფილიალებში დაწვრილებითი ინსტრუქციით და ილუსტრაციებით.
კლიენტი: კომერციული კომპანია.
ამოცანა: კომპანიის ოფისის გადასვლის დამუშავება, სასერვერე სივრცის ჩათვლით.
მომხმარებლების რაოდენობა: 370 მომხმარებელი
შესრულების ვადა: მომზადებამ, შესყიდვამ და აღჭურვილობის მონტაჟმა მთლიანობაში დაიკავა 20 დღე.
შედეგი: გადასვლა მოხდა 2 დღეში. სერვერების შეჩერების დრო - 24 საათზე ნაკლები.
კლიენტი: კომერციული კომპანია. ახალი ბიზნესის სტარტი.
ამოცანა: მაქსიმალურად სწრაფად ჩავუშვათ ბიზნესი მუშაობაში მინიმალური ხარჯებით. ვუზრუნველყოთ კომპანიისთვის ელექტრონული ფოსტის მომსახურება, კომუნიკაციის, ერთობლივი მუშაობის, ფაილების შენახვისა და სარეზერვო ასლების საშუალებები.
მომხმარებლების რაოდენობა: 18 მომხმარებელი
შესრულების ვადა: შეთანხმებისა და დაგეგმვის დასრულებიდან 10 დღე

შედეგი: ბიზნესი ჩაშვებულია მუშაობაში დადგენილ ვადაში. კლიენტი დათანხმდა მხარდაჭერის ხელშეკრულების გაფორმებაზე.

კლიენტი: კომერციული კომპანიის საწყობი
ამოცანა: მზა პროდუქციის საწყობში ვიდეოდაკვირვების ორგანიზება. კლიენტს სჭირდებოდა ორი საკითხის მოგვარება: თანამშრომლების მუშაობის კონტროლი და საქონლის დაცვა.
საწყობის ფართობი: 900 მ2
შესრულების ვადა: 30 დღე
შედეგი: აწყობილია სარეზერვო კვებაზე გადასვლის და კამერებში მოძრაობის აღქმის შეტყობინების სისტემა.
ვიდეოჩანაწერები ინახებოდა როგორც რეგისტრატორში, აგრეთვე ღრუბლოვან სივრცეში.
დაცვის სამსახურისთვის და კომპანიის ხელმძღვანელობისთვის იყო ორგანიზებული კამერებთან დისტანციური წვდომა, მათ შორის მობილური მოწყობილობებიდან.
კლიენტი: კომერციული კომპანია
ამოცანა: იქიდან გამომდინარე, რომ შეუძლებელია Office 365-ს რუსული გამოწერის მართვა სრულფასოვნად, კლიენტმა შეიძინა გამოწერა სხვა ქვეყანაში და გვთხოვა გადაგვეტანა ფოსტა და დანარჩენი მონაცემები ახალ გამოწერაზე სერვისის შეჩერების გარეშე.
მომხმარებლების რაოდენობა: 70 ადამიანი
შესრულების ვადა: 25 დღე
შედეგი: რადგან წინასწარ იყო ჩატარებული მოსამზადებელი სამუშაოები, გადასვლა განხორციელდა დასვენების დღეებში. ორშაბათს მომხმარებლებმა გააგრძელეს თავისი სამუშაო ყველანაირი ცვლილებების გარეშე.
კლიენტი: საგანმანათლებლო დაწესებულება (უნივერსიტეტი)
ამოცანა: უნივერსიტეტის IT სისტემის გლობალური მოდერნიზაციის ფარგლებში, საჭიროა საკაბელო ქსელის (СКС) დამონტაჟება მის ერთერთ კორპუსში, ამავე კორპუსის თანამშრომლების მუშაობასთან პარალელურად.
სივრცის ფართობი: 7000 მ2, 880 პორტი
შესრულების ვადა: 45 დღე
შედეგი: ქსელი იყო დამონტაჟებული ორასზე მეტი თანამშრომლის მუშაობის შეჩერების გარეშე, აგრეთვე ღამის ცვლაში მუშაობისათვის დანამატების გადახდის გარეშე.
კლიენტი: ლანდშაფტის დიზაინის კომპანია
ამოცანა: Wi-Fi -ს დაგრძელება ოფისის შენობიდან, იმისათვის რომ გამყიდველებმა შეძლონ მცენარეების შტრიხ-კოდებით მარკირება, ასევე პლანშეტების გამოყენებით კლიენტებთან ერთად მცენარეების შტრიხ-კოდის წაკითხვით შეკვეთის აკრეფა.
მომხმარებლების რაოდენობა: 15 მომხმარებელი
შესრულების ვადა: 20 დღე
შედეგი: ინფრასტრუქტურა იყო გამზადებული ექსპლუატაციისთვის
კლიენტი: სამშენებლო კომპანია. ჩვენი თანამშრომლობის დასაწყისში საერთო ფაილებთან და საბუღალტრო მონაცემთა ბაზასთან წვდომა შესაძლებელი იყო მხოლოდ კომპანიის ოფისში.
ამოცანა: ისეთი ინფრასტრუქტურის აშენება, რომ თანამშრომლებს შეეძლოთ სამშენებლო ობიექტებში გადაადგილება და მუშაობა ისევე, როგორც კომპანიის ძირითად ოფისში.
მომხმარებლების რაოდენობა: 50 ადამიანი
შესრულების ვადა: 20 დღე
შედეგი: ყველა სამშენებლო ობიექტი, ოფისი და ღრუბლოვანი სერვისი არის გაერთიანებული ერთ ქსელში, რამაც არა მხოლოდ შეასრულა დაყენებული ამოცანა, არამედ შემდეგ დაგვეხმარა თანამშრომლების სამუშაო დროის აღრიცხვის ერთიანი სისტემის დანერგვაში.
 კლიენტი დათანხმდა მხარდაჭერის ხელშეკრულების გაფორმებაზე.
კლიენტი: კომერციული კომპანია
ამოცანა: საჭიროა თანამშრომლების კომპიუტერების აწყობის და მომზადების პროცესის ავტომატიზირება IT განყოფილების მუშაობის გაუმჯობესების მიზნით.
მომხმარებლების რაოდენობა: 180 ადამიანი
შესრულების ვადა: 45 დღე
შედეგი: ერთი კომპიუტერის აწყობის დრო შემცირდა 3 საათიდან 50 წუთამდე, აწყობა იყო სრულიად ავტომატიზირებული. აწყობის სისტემა იყენებდა კომპიუტერში ყველა საჭირო პარამეტრებს და პროგრამებს.
მომხმარებელს შეეძლო სურვილისამებრ თვითონ დაეყენებინა ხელმისაწვდომი პროგრამები აპლიკაციების მაღაზიიდან კომპიუტერში.
შედეგად IT განყოფილება იქნა შემცირებული ერთი ადამიანით, დანარჩენი თანამშრომლების დრო იყო გადანაწილებული უფრო მნიშვნელოვან ამოცანებზე.
კლიენტი: კომპიუტერული კლუბი
ამოცანა: აღჭურვილობის შერჩევა ხელმისაწვდომ ფასად, რომელიც იქნება საკმარისად სწრაფი თამაშებისთვის, პროვაიდერის 4 არხის გამოყენების შესაძლებლობით.
მომხმარებლების რაოდენობა: 35 კომპიუტერი, 4 კონსოლი
შესრულების ვადა: 10 დღე
შედეგი: კლუბის სრული შევსების დროს, მოთამაშეები არ განიცდიან პრობლემებს მუშაობის სიჩქარესთან დაკავშირებით, მაშინაც კი, როცა მოთამაშეები ანახლებენ თამაშებს.
+995 599 014 683

star@sirius-srv.ge
ჩვენი სოციალური ქსელები
Made on
Tilda